სამშაბათი, 2017-06-27, 11:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი
სულ პასუხი: 72
მინი-ჩათი
მთავარი » 2008 » აგვისტო » 22 » 2008-08-21 - ამხანაგური მატჩი უელსი 1:2 საქართველო
2008-08-21 - ამხანაგური მატჩი უელსი 1:2 საქართველო
1:45 PM
                             
                        ,,მატჩის გოლების სანახავად გააგრძელეთ კითხვა''

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უელსის ქალაქ სუონსიში მასპინძლებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არგენტინელი მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით გუშინ პირველად ითამაშა.

 

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:1 დათმო - ჯეისონ კუმასმა მე-17 წუთზე შეძლო გოლის გატანა, თუმცა შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარში ორი გოლი გავიდა: 67-ე წუთზე ლევან ყენიამ ზურაბ მენთეშაშვილის ჩინებული პასის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ბექა გოცირიძემ მცველის დაუდევრობით ისარგებლა, მეკარეს აჯობა და თავური დარტყმით მეორედ დალაშქრა უელსელთა კარი.

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მესამედ ითამაშა უელსის წინააღმდეგ და მესამედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ორივე დაპირისპირება ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 5:0 თბილისში და 1:0 კარდიფში.

 

სხვადასხვა მიზეზთა გამო (ტრავმა და სავიზო პრობლემები) საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, დავით სირაძე, გიორგი შაშიაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ილია კანდელაკი, დავით კვირკველია, ჯაბა კანკავა...

 

მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 სექტემბერს ჩაატარებს: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ირლანდიას დაუპირისპირდება, 10 სექტემბერს კი, ამავე ტურნირში, უდინეში იტალიას შეხვდება

ნანახია: 686 | დაამატა: Black | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0