სამშაბათი, 2017-10-24, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
კატალოგის კატეგორია
მოთხრობები [10]
storyes
ლექსები [3]
verses
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი
სულ პასუხი: 72
მინი-ჩათი
მთავარი » სტატიები » მოთხრობები

MoMeNDe Me...

 
,,მომენდე მე..."
კატეგორია: Poetry | ამოსაბეჭდი ვერსია

...ყველგან მე და ჩემი სალო... პრინციპში ყველაფერია ჩემთვის სალო, ეს საყვარელი, ცისფერთვალება გოგო. ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. მიყვარს-მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რასაც მის მიმართ ვგრძნობ სიყვარულზე მეტია, რაღაც დაუკმაყოფილებელია სიტყვა ,,მიყვარხარ", მე სალო სიგიჟემდე მიყვარს!!!
აი, რას ვფიქრობდი, როცა სალო ბალახზე იჯდა, მე კი მის კალთაში მედო თავი. მთელი დღე ვიქნებოდი აქ და ყოველ წამს ბედნიერებად ჩავთვლიდი. სალო კი...
-სალიი... - დავიწყე. მან ჩამომხედა. ღმერთო, როგორ მინდოდა გიჟურად დამეკოცნა ეს ცისფერი თვალები.
-სალ, მიყვარხარ! - ვთქვი. მან კი უკმაყოფილოდ ამარიდა მზერა და შორს, სივრცეში გაიხედა. არაფერი უთქვამს, თუმცა მზერით მივხვდი რაც უნდოდა ეთქვა : ,,კაი რაა, თოკო, უკვე თავი მომაბეზრე, დავიღალე მაგის მოსმენით, ნეტავ საერთოდ რა მინდა აქ, აზრზე არა ვარ ვაფშე რატო გხვდები... " აი, ეს ამოვიკითხე მის ცისფერ, მომაჯადოებელ თვალებში, მაგრამ რადგან არაფერი უთქვამს დავიკიდე ეს ცივი მზერა და გავჩუმდი.
,,მთავარია ჩემთანაა, ჩემია და რა მნიშვნელობა აქვს ვუყვარვარ თუ არა... მაგრამ რას გაუგებ ამ ქალებს რა... "
-2 საათია აქ ვართ, დავიღალე ერთი და იმავეს ყურებით... - თქვა სალომ და ფიქრებიდან გამომარკვია. მე მთელი ცხოვრება ვიქნებოდი აქ, მასთან ერთად, ის კი უკვე დაიღალა?! არა, მაინც არაფერს შევიმჩნევ...
-ხოო რა, მეც დავიღალე... - ვიცრუე, წამოვდექი და სალოც ფეხზე ავაყენე.
პარკიდან რომ გამოვდიოდით ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე, მას კი არაფერი უთქვამს, არც გაუღიმია. არა და როგორ უხდება ღიმილი, იცის რომ მიყვარს, როცა იღიმის, ის კი ნაპრინციპ დაგრუზული დადის. იქნებ სწორად არ ვიქცევი?!
-დღეს მაგარი ნიტოდ ხარ და რა გჭირს? - ვკითხე გაჩერებაზე მარშუტკას რომ ველოდებოდით და ხელით დახრილი თავი ავუწიე, თვალებში ჩავხედე.
-აუ, რა ვქნა, ცუდად ვარ და...
-ხო და ნუ ხარ რა ეგრე! - ვეღარ გავძელი, ვაკოცე, მაგრამ თავი გაწია. რაღა უნდა მექნა, გამიტყდა, საყვარელ ადამიანს აშკარად არ სიამოვნებდა ჩემი კოცნა.
სალო სახლამდე მივაცილე.
შინ რომ ამოვედი არავინ დამხვდა, ჩემი ძმა უბანში იყო ჩასული, დედაჩემი სამსახურში. მერე ნიკუშას დავურეკე და ამოვიდა.
-ცუდად გამოვიყურები? - ვთქვი ძივჩონკასავით და შემოსასვლელში სარკესთან დავასტოპე, ქუდი კარგად ჩამოვიფხატე გრძელ თმებზე.
-ხო არ უბერავ, შეჩემა? - გამომძახა ნიკუშამ, უკვე კომპს რთავდა.
-აბა სალო რა პონტში მიატკაზებს, ბლიად? - მეც სპალნაში გავედი. ნიკუშამ ცოტა ხანს მიყურა, მერე ხელი ჩაიქნია და კომპს მიუბრუნდა.
რაა ყველა ჩემზე ,,იქნევს'' ხელს, ბლინ?! დედაჩემიც მეუბნება შენი ძმა გჯობიაო, სწავლობს მაინცო. რა დროს სწავლაა ეე, მაგის ხელა რო ვიყავი მეც ვსწავლობდი, მარაა ეხლა ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია ჩემთვის სალოს გარდა!!!
ნიკუშა რაღაცეებს ჩალიჩობდა, მე იქვე სახლის ტელეს ვწვდი, სალოს ნომი ავკრიფე, სახლში არ არისო მითხრეს, საათს დავხედე, საღამოს 8 ხდებოდა.
-სადაა, იბიომაწ...
-ვინ, ე? - ,,გადმომიგდო" ერთი სიტყვა ნიკუშამ. მე მობილი ავიღე, კაი ხანი ვიფიქრე დამერეკა თუ არა, მერე მაინც დავრეკე.
-ხოო, თოკ... - სალომ კაი 6 ზარის მერე აიღო.
-საად ხარ, სიხარულო?
-დაქალის დაბ დღეა რა და მანდ ვარ! - მიპასუხა. ხმაურიც ისმოდა.
-როდის წამოხვალ? დაგხვდები, გამოგაცილებ!
-არაა, არ მინდა, დაქალის ძმა გამომაცილებს, ნინოს ძმა რა. - იუარა წამსვე. ნინოს ძმას კარგად ვიცნობდი და აღარ შევედავე.
-კაი ხო, გკოცნი, ჭკვიანად! - ვუთხარი ცოტა სტროგად, მაგრამ მაინც თბილად გამომივიდა.
-კაი სიხუუ... - და გავთიშე. ნიკუშამ სიცილით გადმომხედა.
-რაო, არაო?! - მე თავში წამოვარტყი.
-ნუ შეიკიკინე რა! - და მოვეშვი, ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა?!
ნიკუშა ერთი 11 სთ-ისთვის წავიდა. ჩემი ძმა და დედაჩემიც ამოვიდნენ რა.
ღამე, ფართიზე ერთი-ორი წუთი ველოდე, მერე ისევ მე მივწერე სალოს:
-KARGAD GAERTE SIXARULO?
SMS 3 წუთში მოვიდა (!)
-kii, dz magadi iyoo...
მეწყინა, რომ მე არც მომიკითხა, რომ ვფიქრობდი რა მივწერო-მეთქი ნიკუშამ მომწერა, სალო მეგონა და ნიკუშა რო შემრჩა ლამის ვაგინე.
-ee, shechee, salo vnaxe
-SAAD?
-shengan ro wavedi ra, vigac bichtan ertad.
იასნა ნინოს ძმა იქნებოდა-მეთქი გავიფიქრე და ჩამეძინასავით. დილას სალოს მესიჯი არ ყოფილა და ესეც გამიტყდა. რა გულუბრყვილო ვარ იბიომაწ...

საშინლად, სიგიჟემდე მენატრება სალო, ყოველდღე მენატრება, ყოველ წუთს, როცა ჩემთანაა მაინც მენატრება, ვგიჟდები მაგ გოგოზე და ნეტავ თავიდანვე მივმხვდარიყავი ამას... თავიდანვე რა, როცა სალოს ცხარე ცრემლით ვატირებდი და არც კი მეცოდებოდა... ახლა მე ვარ შესაცოდი... ნაუშნიკები გავიკეთე და განვლილ ცხოვრებას გადავხედე:
ზაფხული იყო სალო რომ გავიცანი. ისიც იმ მიზნით, რომ ვიდზე მაგარი ნაშა იყო რაა და მეთქი დავკერავ (ეხლა რომ ვინმემ ასე უწოდოს ყელს გამოვჭრი), ხო და უბანშიი ფეხბურთს ვთამაშობდით მე და ნიკუშა, ნინომ მოიყვანა, გვერძე უბნიდან, ეგრევე დამევასა. მერე ყოველდღე ჩვენს სასტავში იყო რა და მოქმედებაც დავიწყე.
-სალო, მაღაზიაში გამომყევი რა, მაჩმორებენ, პივაზეც მე მგზავნიან, ხედავ?! - ვთხოვე სიცილით. უბანში ვისხედით მთელი სასტავი, სკამზე. არა და პივაზე ბაზარი არ ყოფილა, პროსტა მომინდა რა...თაან მეთქი სალოს გავიყოლებბ და დაკერვის პონტში დავუწყეებ. მახსოვს როგორ დაიბნა და ასე დაბნეული ძალიან საყვარელი ჩანდა. გამომყვა რა.
-სალო, მაგრად მევასები რა და რამე შანსები მაქვს? - ვაჯახე ეგრევე. გაოცდა, ვერაფრით დავაჯერე, ,,არ ვკაიფობ"-მეთქი.
-დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, თოკ, მაგრამ არ ვიცი, არ მიფიქრია... - ბნელოდა და ვერ დავუმიზნებდი, თორე ამ წუთას ნაღდად ვაკოცებდი და მერე გავუშვებდი, გეხუმრე-მეთქი ვეტყოდი.
ამ დღიდან დაიწყო რა. რახან ატკაზი ამარტყა, გულში მწარედ ვაგინე და მოვეშვი. გოგო კი თურმე იტანჯებოდა...
ერთი თვე გავიდა და სალო უცებ მწერს:
-Toko, ggvidzavs?
ვაა, მგონი დაბროზეა.
-KII, SIXARULO, RAME GINDA? - მივწერე ნაგლად.
-au kii, sheni kargad yofna, ogond martla
-KAEAA;)
-au, Toko, imena magari cudad var ra =((
და მოვწვი ეგრევე, ნერვებიც კი მომეშალა, გოგო ერთ თვეში დავკერე, რაღა მუღამი უნდა ქონდეს-მეთქი.
-RATO, RA GCHIRS?
-gamigeb rom gitxra???
-DA RATO VER UNDA GAGIGO, CHVEN XOM MEGOBREBI VART - ჩავურტყი ჩორტი და გამიმართლა.
-chemtvis megobari ar xar, ufro meti xar...
-UFRO METI?! RA? - ვითომ ვერ გავიგე, არა და ყველაფერს შესანიშნავად ვხვდებოდი.
-auu mitydeba ra... live-shi getyvi, xval shevxvdet...
მეც ვიფიქრე ჩემი გამისწორებია და ეგაა-მეთქი. შეხვედრაზე დავთანხმდი.
მეორე დღეს, საღამოს 9-ის ნახევარი იყო, ამ დროს ხომ ჯერ კიდევ დღეა, სალოს პარკში შევხვდი. ძალიან სევდიანი ჩანდა, შევხედე და შემეცოდა, ვიფიქრე გოგო კი არა ანგელოზია და ცოდო არაა ჩემნაირ ბაბნიკს რო მიყვება საღამოს 9 სთ-ზე პარკში-მეთქი?! რომ დაიმორცხვა და ჩემი გადახვეული ხელიც მოიშორა, ვიფიქრე უბრალოდ დაველაპარაკები და წამოვალთ-მეთქი. მერე პარკს ზემოთ ავუყევით და მეც ისევ ის სურვიილი გამიჩნდა, უბრალოდ დამეზასა და გამეშვა. უკვე შებნელდა. სულ ბოლოში გავედით და სკამზე ჩამოვსხედით. მისი პაწაწინა, ნაზი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე. თბილი ხელები ქონდა და საშინლად თბილი აურა მოდიოდა ამ გოგოს თვალებიდან, ვიცოდი, რომ უბრალოდ ვიყენებდი, ვუყურებდი მის ოდნავ სევდანარევ თვალებს და ვიცოდი დღეს ამ თვალების ბატონ-პატრონი გავხდებოდი, ეს ვარდისფერი, ბავშვური ტუჩებიც ჩემი იქნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ ვერ ვბედავდი ამის გაკეთებას. სალო ის გოგო არ იყო, მე რომ ვიხმარდი და გადავაგდებდი ხოლმე, ვგრძნობდი, რომ მართლა არ იყო ის ,,ნაშა" მე რომ თავიდან ვუწოდე. მერე მაინც მძლია მამაკაცის ნებისყოფამ და ბოლოს იმ აზრამდე მივედი, რომ რაც არ უნდა თბილი იყოს სალოს თვალები, ის მაინც გოგოა, ასე რომ დღეს საკაიფოდ მიზასავია და ეგაა...
-თოკო, გახსოვს მითხარი მევასებიო... ახლაც ასეა? - სალომ კითხვა ძლივს გაბედა. გულში ჩამეცინა.
-რა მნიშვნელობა აქვს? შენ მაინც ატკაზი ამარტყი... - ავიბზუე ცხვირი.
სალო ხელის გულებს ისრესდა, მე ისევ დავუჭირე ორივე ხელი და ერთი წუთითაც არ ვაშორებდი თვალს მის ყოველ გამოხედვას და მიმიკას. ის კი თვალებში ვერ მიყურებდა.
-რა გჭირს, სალო? - ვკითხე, როცა კაი ხანი არც ხმა ამოიღო და არც შემომხედა.
-მითხარი, ისევ გინდა ჩემთან ახლოო... ურთიერთობა? - მკითხა ისევ გაუბედავად.
გეფიცებით, ვიგრძენი რამდენად ძლიერი ვიყავი მასზე, განა იმიტომ, რომ ბიჭი ვარ, იმიტომ, რომ ის იმ წუთში ვერ მალავდა გრძნობებს და ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ზაფხულის იმ საღამოს სალომე ჩემი მონა იყო, ჩემი სიყვარულის მონა...
-კიი რა, მევასები, მაგრამ მაგ ატკაზის მერე პროსტა შენზე აღარ ვფიქრობ რა, ეგრე შენსავით ათასი გოგო მევასება. - ვთქვი და მივხვდი შანსი დავკარგე ზასაობის, ასე ხომ გოგო გამექცეოდა, ნუუ მამენტ მე რო გოგო ვყოფილიყავი და ბიჭს ეგეთი რამე ეთქვა მაგარს ვაგინებდი და წამოვიდოდი=)) სალომ კი ისეთი რამე გააკეთა გამომასლევა.
ის სიტყვები რომ ვუთხარი, შემომხედა, მე რავი, ბნელოდა და ვერ შევამჩნიე, გოგო კი თურმე ტიროდა.
-მე კი მიყვარხარ თოკ... - თქვა და ისე უცებ ჩამეხუტა გააზრებაც ვერ მოვასწარი. მერე რომ მივხვდი უკვე ჩემ ხელთ იყო, მეც მაგრად მოვხვიე ხელები, სახეს კოცნით ,,მივეპარე" და მის ტუჩებსაც მივწვდი. არ შემწინააღმდეგებია, მეც რაღა მინდოდა რა, ვისწორებდი ჩემსას და რა მნიშვნელობა ქონდა რას გრძნობდა ჩემ მიმართ.

აუ, მაშინდელი თოკოს დედა მოვტ..ნ! მაგას როგორ ვფიქრობდი, იბიომაწ...

-ვეცდები ისე მოვიქცე, რომ შეგიყვარო... - ვუთხარი წამოსვლისას. სევდიანად დახარა თავი, თითქოს ნანობსო, მე კი გულში ვიცინოდი, დღეს გოგომ სიყვარული ამიხსნა, თან ჩემი გავისწორე, იასნა მიხაროდა. სალომ არაფერი თქვა და წამოვედით.
ამ დღიდან ყოველდღე ერთად ვიყავით, ყველას ლოვეები ვეგონეთ და როცა სალო ჩემთან ბედნიერი იყო, ყოველთვის ვამწარებდი, ხომ იცი არ მიყვარხარ, მაგრამ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე და მსიამოვნებდა მის ტანჯვას რომ ვუყურებდი.

გავიდა დრო და რომ ვფიქრობდი, ვგრძნობდი, რომ სალო არ მბეზრდებოდა, მართალია თავს ვირწმუნებდი, რომ სალოსთან ვერთობოდი, მაგრამ ყველა ნაშა მომბეზრებია, სალო კი არ მბეზრდებოდა, პირიქით სულ მასთან ყოფნა მინდოდა... არ მიყვარს, აბა რას ვგრძნობ მის მიმართ?! ვერ გამეგო მართლა... მერე ეგ აზრიც დავიკიდე...
ერთხელ, უკვე ოქტომბერი იყო, შემოდგომა და პარკშიც, ჩვენს საყვარელ ადგილს ყვითელი ფოთლები გადაფენოდა. ნიკუშას ველოდებოდი, დამადო, არ მცალიაო, სწორედ მაგ დროს ჩავიარე იმ ადგილთან. შევჩერდი, გავიხსენე სალო და ყრუ ტკივილი ვიგრძენი გულში, ისევ იმას დავაბრალე, ალბათ მეცოდება-მეთქი.
ცოტა ხანს ვიყოყმანე, მერე გადავრეკე.
-სალო, სად ხარ?
-სახლშიი... - მიპასუხა მოკლედ.
-გცალია? ჩამო რა პარკში ვარ.
და კინაღამ ტელე ხელიდან გამივარდა, პირველი შემთხვევა იყო, სალომ რომ ეს მითხრა:
-არა, არ მცალია!
-რას აკეთებ კი მაგრამ?! - დავიბენი უცებ.
-არაფერს, უბრალოდ სახლში ვარ და ჩამოსვლა არ მინდა! - ისეთი ტონით მომიჭრა, რომ ლამის ბოდიში მოვუხადე დარეკვის და შეწუხებისთვის.
-ხოო, კარგი, არა უშავს, სხვას დავურეკავ. - ვუკბინე ბოლოს მაინც, გამითიშა.
ტელე ჯიბეში ჩავიდე და ისე უსულოდ დავეშვი სკამზე, რომ აშკარად მივხვდი რაღაც ძვირფასს ვკარგავდი, რაღაც ძალიან აკლდა ჩემს გულს, ნიუჟელი ისე შევეჩვიე, რომ შემიყვარდა?! ვფიქრობდი, მაგრამ დასკვნა ვერ გამომქონდა, ვიხსენებდი სალოს ტუჩებს, თვალებს და ისეთი ირონიით აღარ ვიყავი განწყობილი მათ მიმართ, იმასაც ვგრძნობდი, რომ მე კი არ ვიყავი ამ თვალების ბატონ-პატრონი, არამედ ისინი ბატონობდნენ ჩემზე.
-არა, სალო ჩემი გასართობია მხოლოდ! - ვთქვი ხმამაღლა და ლამის ენაზე ვიკბინე, გულში რაღაც ჩამწყდა, რაღაც მაკლდა იმ წუთას, ტოისტ სალოსთან მინდოდაა...
ამ დღიდან სალო სულ გამირბოდა, ვურეკავდი და შინ ვერ დავიჭირე, უბანში აღარ გამოდიოდა, ნინოც მაგარს ატრაკებდა რა, არ ვიცი სადააო. ვეღარ გავძელი და ერთხელ დავუპადიეზდე სკოლიდან რომ მოდიოდა. ისე შეეშინდა მე რო დავხვდი ბავშვმა ფერი დაკარგა. მე კი თბილად გავუღიმე.
-როგორ ხარ, სალი? სად დაიკარგე? - ვკითხე ღიმილით. გულზე მოეშვასავით.
-რავი, კარგად, აქ რა გინდა?
-ვერსად ვერ დაგიჭირე და სხვა გზა არ მქონდა რა...
-და რა გინდა? - გადმომიგდო ორი სიტყვა და კიბის ორ საფეხურზე ავიდა.
-ე, მოიცა, არ წახვიდე, მომენატრე გოგო. - შევაჩერე.
-კაი ერთი...
-აუ, ბოზეეშ, რა გჭირს? რა დაგემართა ამ ბოლო დროს? - ვცდილობდი იმის დაბრუნებას, რაც უკვე დავკარგე.
-არაფერი არ მჭირს. - მიპასუხა და ერთი საფეხური კიდევ ადგა.
-ეე, მოიცა რა, სალაპარაკო მაქვს და ადიხარ, რა პონტია... - აღვშფოთდი.
-რა გინდა, დროზე მითხარი რა, არ მცალია. - მიაყარა და ჩამოვიდა. - რა გინდა? კოცნა?! - მკითხა ირონიული ღიმილით და მაკოცა. - თუ სხვა რამე გინდა? აუ პადიეზდში ვართ, ტეხავს...
მე კი ვიდექი და ისე დებილივით გავქვავდი, სიტყვასაც ვვერ ვამბობდი.
-რატომ გაჩუმდი? თქვიი რა გინდა? მე ხომ გასართობი ვარ, რაც გინდა ის მითხარი, არ მეწყინება და როცა მოგბეზრდები წავალ, აღარ შეგაწუხებ.- განაგრძობდა სისულელეებს.
-მორჩი, სალო! - დავუყვირე უცებ. - სულ გაგიჟდი? რეებს ამბობ?
-გავგიჟდი ხო, ეგეც მიწოდე, ბაზარი არაა...
-სალო!... - მხრებში ხელი მოვკიდე და შევაჯანჯღარე- რა დაგემართა?
-ვერ გიტან, თოკო, მეზიზღები, დავიღალე უკვე, ძალიან დავიღალე, თავი დამანებე, უკვე დაგივიწყე! - ჩემი ორივე ხელი მოიშორა და უკან დაიხია. გავოგნდი.
-არ გიყვარვარ? - ვკითხე უნებურად.
-არა! - თავი გააქნია. - მოკვდა ის სიყვარული, დავიღალე, ნუღარ მნახავ, გთხოვ...
-სალო... - მივუახლოვდი უკან დახეულს და დამფრთხალს... - მე... მე... მიყვარხარ...
თავი დახარა, ვერც გავაცნობიერე რას ვაკეთებდი, ჩავეხუტე, ის წინააღმდეგობას მიწევდა, მაგრამ მაინც დავიმორჩილე და მთელი 10 წუთი ასე გულში მყავდა ჩაკრული, ვიცოდი მატყუებდა, რომ ამბობდა არ მიყვარხარო და გულზე ძალიან მომეშვა. რა ტკბილი იყო ეს ცოდვა, სიყვარულს გული გავუხსენი, მაშინ მივხვდი ძალიან რომ მიყვარდა, როცა ვკარგავდი მას. მართლა ისევ მეგონა ვუყვარდი და დღემდე ასე მგონია. როცა ვთხოვ უარს არასდროს მეუბნება შეხვედრაზე, მაგრამ საშინლად ცივია, სამაგიეროს მიხდის იმ დღეებისთვის, როცა მსიამოვნებდა მისი ტანჯვის ყურება, ეს დედამოტყ...იც, მაგარი ეჭვიანი ვარ და ვიცი გოგო უკვე ცივადაა ჩემს მიმართ, მაინც არ მინდა გავუშვა, სხვისთვის ვერ გავიმეტებ, სალო არის ჩემი!!! მერე რა, თუკი აღარ ვუყვარვარ, მთავარია, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემთანაა და არავის არ დავუთმობ, სიგიჟემდე მიყვარს!!!

აი, რას ვიხსენები და საშინლად დავიგრუზე. თუმცა იმედი მაინც მქონდა, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც სალო ისევ მეტყვის მაშინდელივით, რომ ვუყვარვარ, მერე კი ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, სალოს ცოლად მოვიყვან და ვიქნებით ასე ცხოვრების ბოლომდე, ტკბილად...
ის დღეც გათენდა. დილას უბანში ჩავედი. კორპუსის უკან გავედი, სადაც ბიჭები აბირჟავებდნენ ხოლმე, კორპუსს გაცილებული არ ვიყავი, ვხედავ ნიკუშა მორბის და მიყვირის.
-სადდდ ხარ, შეჩემააა, აგიფეთქე ტელეეე!!!
-ხმა აქვს ჩაწეული, რა ხდება??? - დავუყვირე, სანამ მოირბინა.
-წამოდიი, სალო მგონი თხოვდებაა, უბანში რა ამბავია იცი???
თქმა არ დავაცადე და სალოს უბნისკენ გიჟივით გავვარდი, ნიკუშაც უკან მომყვა.
მთელი უბანი გარეთ იყო, ბევრი ხალხი ტრიალებდა, პადიეზდისკენ გავკაფე გზა და უცებ შევჩერდი... ვხედავ, სალო და ნინოს ძმა გამოდიან სიცილით და ხალხი რაღაცას ულოცავს.
-რა ხდება, იბიომაწ? - წაოვიყვირე უცებ.
ისეთი გამოსლევებული ვიდექი, რო მეგონა მესიზმრებოდა, ხალხი გავჭერი, მივვარდი ნინოს ძმას და ისეთი ვხიე სიფათში, რომ მოშორებით გადავარდა.
-შენი დედა შევ..ი, რას მიკეთებ, შე ნაბიჭვარო? - ისიც წამოხტა და ჩემსკენ გამოიწია, ხალხი ორივეს გვეცა და დაგვიჭირა, ერთი-ორ უბნელ მამისტოლა კაცს მოხვდა ჩემი წიხლი, ზატო მერე მეც ამარტყეს სიფათში და წარბიდან ტუჩამდე მთელი სახე რომ ამეწვა გავჩერდი, ისევ მიჭერდნენ, კიდე არ აიწყვიტოსო. ნინოს ძმა მთელ საგვარეულოს მიტრიალებდა, სისხლი გადმოვაფურთხე და სალოს დავუწყე თვალებით ძებნა. იქვე იდგა, ხალხში, ერთიანად ცახცახებდა.
-ამ სირზე მცვლი, სალო? - ვიღრიალე და ისევ გადმოვაფურთხე სისხლი, მაისის მიწურული იყო, ყველაფერი გადამწვანებული, ხალხი ზაფხულის მოახლოებით გახარებული, მე კი ყველაფერი მეზიზღებოდა, ხალხი გაისუსა. სალო კი შეშინებული მომიახლოვდა.
-შენი პირით მითხარი, რომ მცვლი ამ სირზე და თავს დაგანებებ! - წავისისინე. ნინოს ძმისგან ისევ გინებები მომესმა, მაგრამ დავიკიდე. სალოს ცრემლები გადმოსცვივდა.
-რა გატირებს, გოგო? მითხარი, რომ მცვლი და წავალ!
-თოკო... ბანკეტი მაქვს დღეს, ეს ჩემი პარაა, რას გცვლი, საიდან მოიტანე... - თქვა ხმის კანკალით.
გავშრი... ან რა უნდა მეთქვა... თვალებში ვეღარ ვუყურებდი ხალხს... მარტო ნიკუშას ვაგინებდი ტყუილისთვის...
-რა ბანკეტი ტო? მე მეგონა თხოვდებოდი, თეთრი კაბით რო გაგჩითე. - თავი გამოყო ნიკუშამ.
ეხლაღა ავათვალიერე სალო. ანგელოზს გავდა თეთრ კაბაში. რამ დამავიწყა, რომ ბანკეტი ქონდა დღეს, აუ რა ტეხავს....
-გიილოცავ!... - ვთქვი ჩუმად და სიცილი ამიტყდა. სალომაც ალბათ გააანალიზა ყველაფერი და მასაც გაეცინა, ხოლო ის ცრემლი, რომელმაც წეღან აავსო სალოს თვალები ოქროსფრად ბრწყინავდა. წამოვდექი შარვალი დავიბერტყე და სალოს ჩავეხუტე...

დასასრული=))
კატეგორია: მოთხრობები | დაამატა: ToJiNa (2008-09-06)
ნანახია: 754 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 2
2  
good

1  
არ წამიკითხია მარა მაგარია hands lol lol lol

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0