ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი
სულ პასუხი: 72
მინი-ჩათი
მთავარი » 2008 » აგვისტო » 16 » News-მიხეილ სააკაშვილი: ‘უნდა გავუძლოთ და სახელმწიფო გადავარჩინოთ’
News-მიხეილ სააკაშვილი: ‘უნდა გავუძლოთ და სახელმწიფო გადავარჩინოთ’
12:49 PM

                              M. Saakashvili

"რუსეთის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ იყო ისეთი, როგორიც 1921 წელს. რუსეთის მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულება, თბილისში რუსული დროშის აფრიალება. რუსული გეგმა არის კონკრეტული და რამდენიმე ეტაპიანი. რუსეთის ხელისუფლებას სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავება, საერთაშორისო კომუნიკაციების მოსპობა, დედაქალაქის მოსახლეობაში არეულობის გამოწვევა და შემდეგ მთელი საქართველოს დაკავება. ჩვენ ვიყავით და ვართ პუტინის გეგმის მსხვერპლი. დიდი ხანია, ამ გეგმაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა ბოლომდე მაინც არ მომისმინეს, თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ უწერია,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებს ქართული სამხედრო შენაერთებისგან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. "რუსეთმა, სულ მცირე, 400 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. მე არავის სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ სწორედ მათი ინიციატივა იყო ომი და დაპირისპირება. ამ დანაკარგმა დააფიქრა რუსეთის ხელმძღვანელობა, შესულიყო თუ არა თბილისში,” - აღნიშნავს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ჰპირდება, რომ აგრესორების მიერ მიყენებულ ზარალს საქართველო ათმაგად აინაზღაურებს.

"ჩვენ ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს, რაც ამ XXI საუკუნის მონღოლ-თათრებმა და ატილას ბანდამ დაგვინგრია. მე გუშინ მადლობა გადავუხადე ჩემს ყოფილ კონკურენტ ლევან გაჩეჩილაძეს და სხვა დაპირისპირებულ პერსონებს, ვინაიდან ყველას მიზანი დღეს სახელმწიფოს გადარჩენაა. დღეს მთავარია ერთიანობა, ის, რომ ყველანი დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენი ქვეყანა კვლავ დადგეს ფეხზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უპრეცედენტო იყო გუშინდელი მოვლენა, როდესაც თბილისისკენ ტანკები იძვროდნენ, ხოლო თბილისის ცენტრში უამრავი ადამიანი თამამად იდგა.

პრეზიდენტი იმ გარემოებასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იმიჯი მთლიანად განადგურებულია.

"თუმცა, მე რუსეთის იმიჯის დასამარება ერთი ადამიანის სოცოცხლედაც კი არ მიღირს,” - შენიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იგი საზოგადოებას გამძლეობისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამძლეობაა, რომ ერმა სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს.

"თუ არ გვექნება სახელმწიფო, ჩვენი შვილები კვლავ ვიღაცის მონებად და მოსამსახურეებად გაიზრდებიან. უნდა გავუძლოთ და სახელმწიფო გადავარჩინოთ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც გუშინდელ მიმართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ძლიერი მოკავშირე ჰყავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რომ ამერიკა იწყებს სამხედრო ჰუმანიტარულ დახმარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აეროპორტები და ნავსადგურები აშშ-ს კონტროლის ქვეშ იქნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, გუშინ რუსეთმა იმ დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში ხელმოსაწერად ჩამოიტანა, სცადა, აესრულებინა "დიდი ხნის ოცნება”.

"მასში ეწერა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსი შემდეგში სხვაგვარად უნდა ყოფილიყო განხილული,” - აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე შენიშნა, რომ აღნიშნული პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რუსეთი მზად იყო, უარი ეთქვა მისი გადადგომის მოთხოვნაზე.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამაზე არასდროს დათანხმდება და "სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს” საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენად.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი ტყვია-წამალი და იარაღი აქვს და იგი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების აზრის კონსოლიდაციას ელოდებოდა, რომელიც უკვე სახეზეა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის უთანასწორო ბრძოლა, თუმცა საქართველო, როგორც წმინდა გიორგი, ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. "გვფარავდეს ღმერთი" - განაცხადა პრეზიდენტმა გამოსვლის დასასრულს.


ნანახია: 1680 | დაამატა: Black | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 3
3 marine khubutia  
0
sadamde sheizleba mkvleli da tagliti kalis gamo usamartlod ganwirulebis gausazlisi yofis atana, misha kidev ertxel gimeoreb. yofili gurnalisti kali marine gigineishvili piradi nomrit-N 01024029509 notarius eliso shikhiashviltan ertad ayalbeben sabutebs da sakutari binebidan yrian ojakhebs, mat mparveloben magalcinosani "samartaldamcavebi" prokurori goderzishvili da skhebi. roca sashishroebas khedaven binis patrons tavidan icileben. ase moeqznen chems meugles givi sulavas. aseve moishores tavidan 2 wlis win vinme alik paraviani, romlis sakhelsec vakeshi 3 bina irickheboda , amjerad ki marine gigineishvilis natesavi- maia rukhadse policirebs, misha imoqmede torem magari skandali agordeba.

2 marine khubutia  
0
misha zveli tbilisis prokurorigoderzishvili mfarvelobs taglit da mkvlel qals marine gigineishvils, romelic adre mushaobda komunistis redaqciashi gaset dros redaqtorad. iq kargad izian marina gigineishvilis taglitobis ambebi .es qali moqmedebs zogierti yofili da axali deputatebis saxelit. nodar grigalashvili mastan zalian daaxloebuli piria. misi mparvelobit igi bevr sisazagles scadis. miaqciet am kals yuradgeba . tu usamartloba kvlav gagrzeldeba haagis tribunals gadavcem masaz da mis mfarvelebsaz.

1 marine khubutia  
0
mikheil saakashvils-me myeroda sheni, mindoda lamas sakartveloshi meckhovra, magram sapirispirod mokhda.me im weretlebis shtamomavali var shen rom ase zalian amakob misha,cemi bebia lida wereteli pirveli profesori kali iyo universitetshi, mokhda ise rom binis gaqiraveba movindomet da taglit kals marina gigineishvils gadaveyaret. man khelshekruleba gaayalba da motyuebit binidan gamogviyvana. rogorz shemdeg gaviget bina gadaiforma.ase davrcit oyakhi usakhlkarod. marina gigineishvilma ecez ar ikmara da mokla cemi meurle givi sulava, sasamartloshi samartali ver vnakhetm. radgan marinas ylieri mfarvelebi armoachnda parlamentshi. gtkhovt me da cemi 13 wlis bichi dagvekhmarot

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0